სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-03-14 00:10:49
,,აგრძელებენ კუს ტბის ფერდობის თხრას - რა ემუქრება ჟვანიას ქუჩას?

ადგილობრივები "პირველ რადიოსთან" საუბრისას ამბობენ, რომ კუს ტბის ფერდობზე სამშენებლო სამუშაოები არაერთ საფრთხეს ქმნის. საუბარია მეწყრული პროცესების განვითარებასა და უხვი ნალექის შემთხვევაში ტერიტორიის დატბორვაზე. 

მათი თქმით, არსებობს გეოლოგების დასკვნაც, რომლებიც რამდენიმე რისკფაქტორს გამოყოფენ. მათ შორის შლადი ფერდის ჩამოშლას და წყალგამტარი მცირე მილის ნაშალით ამოვსების რისკებს. 

"კუს ტბის ფერდობზე არის კვლავ ტრაქტორი, კვლავ აგრძელებენ კუს ტბის ფერდობის თხრას, შატბერაშვილის ქუჩის 54-56 ნომერში კვლავ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მთაწმინდის ფერდობზე არის შეჩერებული სამშენებლო სამუშაოები. ეს არის ძალიან ღრმა ხევი, რომელშიც ჩამოედინება მდინარე ვარაზის ხევი, ასევე არის გრუნტის წყლები და არის მეწყრული ზონა. არის შლადი ფერდი, არის ფხვიერი მიწის ფერდობები, საშიშროება არის ის, რომ გამოსათვლელია ჰიდრომეტეოროლოგიოური რისკები არის გამოსათვლელი. 

​მილი, რომელიც არის ჩადებული ჟვანიას ქუჩის ქვეშ არის ძალიან პატარა, წყლის გატარება არის საშიში, პატარა რაღაცამ შეიძლება ჩახერგოს, ჩაგროვდეს იქ წყალი და იგივე საშიშროება რომ იგივე მოხდეს რაც მოხდა წყნეთის ქუჩაზე. 

მიმართვის საფუძველზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მოვიდნენ, რომ შეემოწმებინათ და დაეთვალიერებინათ ტერიტორია, ამის შემდეგ დაიდო დასკვნა. გეოლოგების დასკვნაში წერია, რომ ხეობა არის ამოვსებული სამშენებლო ნარჩენებით და ფუჭი ქანებით, რომ უნდა განხორციელდეს კარგად განსაზღვრული პროექტით ასეთ ხეობების ამოვსება თუ უნდა განხორციელდეს განაშენიანება, წყლის გამტარი მილი მათ მოსაზრებითაც არის პატარა და მას ასევე სჭირდება შესწავლა და მესამე საკითხი ეწერა ის, რომ ეს ფერდი არის შლადი. 

გეოლოგებმა სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში საფრთხის არსებობა დაადასტურეს. წერია, რომ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაოებმა ფერდის ჩამოშლა. ამის მიუხედავად გაგრძელდა სამშენებლო სამუშაოები. 

მე თბილისის მერიაში შევიტანე საჩივარი, საქართველოს კანონმდებლობის 178-ე მუხლის პირველი და მეორე თავის საფუძველზე და მათ კანონის შესაბამისად უნდა მიიღონ წარმოებაში ჩემი საქმე. თუ არადა არსებობს ზემდგომი ორგანო, ამავე მუხლის საფუძველზე არის პრემიერ-მინისტრი და მოხდება განხილვა,"-განაცხადა რადლევსკაიამ "პირველ რადიოსთან" საუბრისას. 

 

ამავე თემაზე