დეკანოზს მოსთხოვეს,რომ დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე და მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - გვარამია (ვიდეო)
2018-03-13 22:57:47 · ამობეჭდვა

დეკანოზს მოსთხოვეს,რომ დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე და მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ დეკანოზ მამალაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, გადაცემა "არჩევანში" გააკეთა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრისას ის შოკირებული იყო მოსმენილით.

„მე ყბა ჩამომივარდა, ამ ყველაფერს რომ ვუსმენდი და ეს არ ჰგავს ტყუილს. ძალიან მაღალი ხარისხის მტკიცებულებითი ძალა აქვს ამ ადამიანის სიტყვებს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მან კითხვებზე მიიღო დამაჯერებელი პასუხები გიორგი მამალაძესგან, მათ შორის იმ ჩანაწერებზეც, სადაც ის მის ნათესავთან ღიად საუბრობს და იყენებს უცენზურო სიტყვებს.

ის ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე დაუპირისპირდა ყველაზე უფრო გავლენიან კლანს, რომელიც სუს-ის მფარველობის ქვეშ იმყოფება და მან მაშინ, როდესაც დაიწყო ჩხრეკა ეკლესიის ფინანსური რესურსების გადაადგილების, დაუპირისპირდა ძალიან დიდ კლანს.

„მან ორი რამ მითხრა, რისი გამხელის უფლებაც მაქვს ამ ეტაპზე. მან მითხრა, რომ ამ სასჯელზე უფრო მძიმედ გადასატანი ჩემთვის გახდა ის, რაც მე აღვიქვი პერსონალურ ღალატად. ერთი, სრული უყურადღებობა და პირიქით, აგრესიული დამოკიდებულება მეუფე დიმიტრის მხრიდან. ეს არის აჭარის ეპისკოპოსი, რომლის გამოც მე მნიშვნელოვანწილად ვიმყოფები ციხეშიო. მას არც დაუმალავს, რომ მას პირდაპირ სთხოვდნენ ხელის დადებას მეუფე დიმიტრიზე და მის სიძეზე. მე ეს დანამდვილებით ვიცი მისი სიძისგანაც და მან ამაზე უარი თქვა და პრაქტიკულად გადაარჩინა ეს ადამიანები. მე მან მითხრა, რომ პრაქტიკულად გაოგნებული ვარ, რაც ამას მოჰყვა მეუფე დიმიტრის მხრიდანო. და მეორე, ვისზეც ასეთივე ემოცია ჰქონდა, იყო ამ ქვეყნის კონსტიტუციური გარანტი - საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მას შეწყალებაზე უთხრა უარი,“ -განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ის გაკვირვებულია მისი მხრიდან შეწყალების გამოყენების პრაქტიკით.





გაზიარება და მოწონება