საქმე მქონდა არა მხოლოდ უკანონო პატიმართან, არამედ ორი ინსტიტუციის მძევალთან - გვარამია (ვიდეო)
2018-03-13 22:34:48 · ამობეჭდვა

ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსჯავრდებულის წინააღმდეგ ორი დიდი ინსტიტუციაა ჩართული - ეს არის სახელმწიფო და ეკლესია.

ნიკა გვარამია ყველა დეტალზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას არა აქვს მამა გიორგისგან თანხმობა, თუმცა განმარტავს, რომ საჯაროობის გარეშე მასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„იმიტომ, რომ საჯაროობა და საჯარო მხილება არის ყველაზე უფრო სწორი და ერთადერთი, რაც შეიძლება, მას ამ ვითარებაში დაეხმაროს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ, თუ მას არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ამ საქმეზე საზოგადოებასთან ისაუბროს, მაშინ არ დათანხმდება მასში ჩართვას.

მისივე თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ის დარწმუნდა მხოლოდ ერთ რამეში, რომ მამა გიორგი მამალაძე მძევალია.

„საქმე მქონდა არა მხოლოდ უკანონო პატიმართან, არამედ ორი ინსტიტუციის მძევალთან,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





გაზიარება და მოწონება