რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - ბრიტანული მედია მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს
2018-03-13 21:37:46 · ამობეჭდვა

ლონდონში ნიკოლაი გლუშკოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბრიტანული მედია წერს, რომ სამართალდამცველები გარდაცვლილის ამოცნობის პროცედურას ატარებენ, რათა გლუშოვის ოჯახის წევრებმა მისი ვინაობა ოფიციალურად დაადასტურონ.

გამოცემა მეტრო აღნიშნავს, რომ გლუშკოვი წარსულში თანამშრომლობდა 2013 წელს გარდაცვლილ ოლიგარქთან, ბორის ბერეზოვსკისთან. ბრიტანეთის მედიის ცნობით, 69 წლის გლუშკოვის გვამი 12 მარტს იპოვეს მისმა ახლობლებმა. სიკვდილის მიზეზი ამ დროისთვის არ გახმაურებულა. თუმცა ბრიტანული მედია წერს, რომ გვამს გაგუდვის ნიშნები ემჩნევა. ნიკოლაი გლუშკოვი იყო სახელმწიფო კომპანია „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე და რუსმა სამართალდამცველებმა მას ორჯერ წაუყენეს თაღლითობის ბრალდება.






გაზიარება და მოწონება