2018-03-13 21:15:34
პარლამენტის რეზოლუცია იქნება მკაცრი - მამუკა მდინარაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია იყო. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით,  პარლამენტის რეზოლუცია იქნება მკაცრი  და რეზოლუციაში აისახება ის რეალობა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა.
მამუკა მდინარაძის თქმით, მნიშვნელოვანია რეზოლუციაში დაფიქსირდეს რეალობა, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია შექმნილი. 

"არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუცია იქნება მკაცრი - რეზოლუციაში აისახება ის რეალობა, რომელიც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს,"-აცხადებს მდინარაძე.

მდინარაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. 

პრემიერ–მინისტრის განცხადებაზე რუსეთის საგარეო უწყების პასუხი სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც მრავალი წელია რუსეთი ახორციელებს. ასეთი პასუხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადნილი დანაშაულისგან გამიჯვნას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ, რადგან პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ცხინვალსა და აფხაზეთში ხდება, ოკუპანტ ქვეყანას ეკისრება“, – აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამავე თემაზე