სიახლეები
პოლიტიკა
მსოფლიო
2018-03-13 19:25:09
შვედეთი საქართველოს გასამართლებული მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვს

შვედეთი გიორგი გახარიას, რომელიც სტოკჰოლმში იმყოფება, სხვადასხვა დანაშაულისათვის გასამართლებული და ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას მოსთხოვს. ამის შესახებ ცნობას შვედეთის რადიო, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ საერთაშორისო სამართლის დებულებების თანახმად, საქართველომ შვედეთში გასამართლებული დამნაშავეები, რომლებიც სასჯელს შვედეთის ციხეებში იხდიან, სამშობლოში უნდა დააბრუნოს. ამ პირებს შვედეთთან არაფერი აკავშირებს, კანონის თანახმად მათ საქართველოში დაბრუნება შეუძლიათ. არის კიდევ ერთი მიზეზი, ჩვენ ციხეები საკუთარი დამნაშავეებისთვის გვჭირდება.“ - განაცხადა ადრე მორგან იოჰანსონმა.

შვედეთის პოლიციის ცნობით, ქურდობის შემთხვევების 50 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ იყო ჩადენილი, მათშორის საქართველოს, რუმინეთის, ლიტვისა და პოლონეთის მოქალაქეების მიერ. იოჰანსონის განცხადებით, ქართული მხარე  ამ ვალდებულების არ შესრულების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის, საკუთარ ციხეებში ადგილები არ ქონას.

ამავე თემაზე