2018-03-13 18:12:06
გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, ის სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს - გვარამია

სახელმწიფოსა და ეკლესიას შიგნით არსებული დაჯგუფებების მძევალია და ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს- ეს განცხადება ნიკა გვარამიამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის დეკანოზს, მსჯავრდებულის თხოვნით და ადვოკატის სტატუსით შეხვდა. გვარამია დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო დეკანოზის მიმართ სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის გამოც, გიორგი მარგველაშვილმა ის უნდა შეიწყალოს. 

"მთლად ამას არ მოველოდი, რაც აქ გავიგე. ეს ადამიანი არის მძევალი ქართული სახელმწიფოსა და სამწუხაროდ, ქართული ეკლესიის შიგნით არსებული დაჯგუფებების. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ადამიანი მძევლობიდან გამოვიხსნათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი - დეკანოზი გიორგი მამალაძე, არის ქართული სახელმწიფოს მძევალი. იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩემთვის ამ წუთში სრულიად ნათელია, რომ იგი, როგორც მინიმუმ, შეწყალებულ უნდა იქნას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. იგი უნდა გამართლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, მაგრამ ცხადია, ამის იმედი არა აქვს.

ჩვენ ვისაუბრეთ სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებითაც, თუმცა, ეს გრძელი გზაა. დარწმუნებული ვარ, რომ დეკანოზი მამალაძე სტრასბურგში სასამართლოს მოიგებს, თუმცა, თუ ის მანამდე ციხეში დავტოვეთ, შეიძლება, კარგად არ დასრულდეს. ეს ადამიანი ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავათავისუფლოთ. იგი სასჯელს იხდის იმისთვის, რაც არ ჩაუდენია, უფრო მეტიც, იგი სასჯელს იხდის იმ დანაშაულებისთვის, რაც სხვებმა ჩაიდინეს,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამავე თემაზე