სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-03-13 17:40:29
კირილე ზდანევიჩის ერთადერთი კედლის მხატვრობა თბილისში განადგურდა (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე “ოფიცერთა სახლის” შენობაში, სადაც მაღაზია “დეფაქტო” მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კირილე ზდანევიჩის შესრულებული კედლის მხატვრობა განადგურდა.

კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, რომელიც გამოიძიებს და დაადგენს როდის, ვინ და რა ეტაპზე გაანადგურა კედლის მხატვრობა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ კედლის მხატვრობა სავარაუდოდ მფლობელის მიერ წარმოებულ აღგენით სამუშაოებს ემსხვერპლა. სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მაღაზია “დეფაქტო”, რომელსაც იჯარით აქვს აღებული ეს ფართი, აცხადებს, რომ საიჯარო ხელშეკრულების დადების დროს კედლის მხატვრობა განადგურებული იყო.

განადგურებული კედლის მხატვრობა პოლონელმა მხატვარმა კირილე ზდანევიჩმა 1918 წელს შეასრულა. ეს მის მიერ შესრულებული ერთადერთი კედლის მხატვრობაა, რომელიც საქართველოშია შემორჩენული. პანო შეეხებოდა ანტიკური ხანის ბერძენ მოგზაურებს – “არგონავტებს”.

კედლის მხატვრობა რესტავრაციას საჭიროებდა. 2016 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამხატვრო აკადემიის რესტავრატორებთან ერთად კედლის მხატვრობის სამეცნიერო კვლევა ჩაატარა, რომელიც მისი აღგენის საფუძველს იძლეობდა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ “ოფიცერთა სახლის” რესტავრაცია მერიასთან არ იყო შეთანხმებული, რაც ცალკე სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

წყარო netgazeti.ge

ამავე თემაზე