სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-03-13 17:23:37
კვირიკაშვილი მმართველ გუნდს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი გუნდის წევრებს ხვდება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს და მას მინისტრებიც ესწრებიან.

კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრის მონაწილეები არ საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ საუბარი ყველა აქტუალურ მიმდინარე თემას შეეხება. მათ შორის, არის არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და რეზოლუცია, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს.

კონსულტაციების შემდეგ დაგეგმილია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვინაობა.

 

ამავე თემაზე