ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს
2018-03-13 17:16:51 · ამობეჭდვა

ზუგდიდის ცენტრში, შელაპარაკების ნიადაგზე სამი პირი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მათგანი ცივი, ხოლო ერთი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. დაჭრილები ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორს ოპერაცია უტარდება.

სხვა დეტალები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.





გაზიარება და მოწონება