აზერბაიჯანში სამხედრო წვრთნებში სატანკო დანაყოფები მონაწილეობენ (ფოტო+ვიდეო)
2018-03-13 14:06:18 · ამობეჭდვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ფართომაშტაბიან სამხედრო წვრთნებს განაგრძობს. ამჯერად სატანკო დანაყოფები კონტრშეტევაზე გადასვლის მზადების ყველა ეტაპს გადის. სამხედრო მართვის პუნქტებში საომარ პირობებს ქმნიან, შტაბებში მიზნებსა და ქმედებებს გეგმავენ- ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის სამხედრო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საჯარისო დანაყოფები იღებენ შესაბამის დავალებებს,თავდაცვითი და კონტრშეტევითი ოპერაციის პირობებში დახმარების აღმოჩენის სტრატეგიაზე. წვრთნებში 250 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.








გაზიარება და მოწონება