2018-03-13 11:33:01
სოფელ ვალეს სამლოცველოსთან კათოლიკური ხატები და წიგნები დაწვეს (ფოტო)

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლიტერატურა დაწვეს. შემთხვევა 12 მარტს მოხდა. 

ადგილობრივების თქმით, სალოცავი საუკუნეების წინ აშენდა და იქ მართლმადიდებლები და კათოლიკეები სალოცავად ერთად დადიან და მეზობლებს შორის დავის საგანი ეს სალოცავი არასდროს გამხდარა. 

„დაწვეს მხოლოდ კათოლიკური ხატები, მაგალითად წმინდა იოანე ბოსკოს ხატი, ასევე ვალეში კათოლიკური ეკლესიის შიდა ინტერიერის ფოტო. დამწვარია სრული ლოცვის წიგნებიც. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს კათოლიკეების წინააღმდეგ მიზანმიმართულად გააკეთა ვინმემ“ – ამბობს ვალეში მცხოვრები კათოლიკე შოთა გიქოშვილი. 

მისივე თქმით, ადგილობრივებს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში არ დაურეკავთ - „უბრალოდ არ ჩავთვალეთ საჭიროდ“, – აცხადებს გიქოშვილი. 

წყარო sknews.ge


 

ამავე თემაზე