"ოცნება" კვირიკაშვილის შემცვლელს ეძებს
2018-03-13 11:21:51 · ამობეჭდვა

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, რამდენიმი დღის წინ "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, პარტიის დამფუძნებელთან და ყოფილ პრემიერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან ერთად, პრემიერ მინისტრის და "ქარათული ოცნების" თავმჯდომარის ცვლილების საკითხი განიხილებოდა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კვირიკაშვილის შეცვლა გადაწყდა, თუმცა შესაბამისი კანდიდატი ჯერჯერობით არ დასახელებულა. წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა მმართველი პარტიის ლიდერებს შესთავაზა კანდიდატი თავად დაასახელონ და ამისთვის მათ გარკვეული დრო მისცა. შეხვედრაზე ისაუბრეს სავარაუდო შემცვლელზე. არსებული ინფორმაციით, განიხილებოდა მოქმედი შს მინისტრისა და ფინანსთა მინისტრების გვარები, თუმცა კონსენსუსი არ იქნა მიღწეული. წყაროს ცნობით, შეხვედრაზე ითქვა, რომ შესაძლოა ამ კანდიდატებს სხვა კანდიდატი სჯობდეს , რომელიც საზოგადოებისთვის უფრო მისაღები და მოსაწონი იქნება.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მმართველ პარტიაში საჯარო კომენტარები არ კეთდება.





გაზიარება და მოწონება