2018-03-12 14:56:33
ქუტაშვილისა და პავლიაშვილის გამოკითხვა განახლდა

მცხეთის პოლიციაში ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გამოკითხვა განახლდა.

​ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა, ​​ორსაათნახევრიანი გამოკითხვის შემდეგ, მცხეთის პოლიცია დაახლოებით 40 წუთით დატოვეს, ცოტა ხნის წინ კი კვლავ შენობაში დაბრუნდნენ. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი თითქმის 19 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორი გუშინ საღამოს დატოვეს. ისინი მცხეთის სამხარეო პოლიციაში გუშინაც დაკითხეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ოკუპანტებმა 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს.

ამავე თემაზე