ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკითხვა დასრულდა
2018-03-12 13:47:44 · ამობეჭდვა

მცხეთის პოლიციაში ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკითხვა დასრულდა. მათ პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი თითქმის 19 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორი გუშინ საღამოს დატოვეს. ისინი მცხეთის სამხარეო პოლიციაში გუშინაც დაკითხეს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ოკუპანტებმა 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს.





გაზიარება და მოწონება