სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-03-12 09:48:44
უკრაინაში „სუმბათ თბილისკი“ დააკავეს

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ხარკოვის ოლქში საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი სუმბათ აბასოვი, იგივე „სუმბათ თბილისკი“ დააკავეს.

"უკრაინის პოლიცია მას ქვეყნის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობის გამო ეძებდა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს. დაკავებული სუმბათ აბასოვი მესაზღვრეებმა პოლიციას გადასცეს.

ამავე თემაზე