შსს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე გურამ ფალავანდიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
2018-03-08 16:47:52 · ამობეჭდვა

შსს იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე გურამ ფალავანდიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები კონტრაქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ. სამართალდამცველები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი აქციის წევრებს შორის დაპირისპირების და მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები ერთმანეთს მოარიდეს. აქციის მიმდინარეობისას კონტრაქციის ერთ-ერთმა წევრმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და მოქალაქეების მისამართით კვერცხებს ისროდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქმედებაზე, მყისიერი რეაგირება მოახდინეს და 1962 წელს დაბადებული გ.ფ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე უხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.





გაზიარება და მოწონება