სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-03-08 16:15:15
თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი - კვირიკაშვილი

თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ის ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას. ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს და რომლებისთვისაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩუქურთმა არ არის ძველი თბილისი. როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის და თბილისელების სუნთქვის შემნახველი. სწორედ ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის უდიდესი კულტურული ტრადიციები, რომელიც წინაპრებმა შემოგვინახა, ეს არის თბილისი და ჩვენი საქართველო. სწორედ ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე. 2019 წლის დასასრულს თბილისს კიდევ ერთი ლამაზი უბანი შემოემატება", - განაცხადა პრემიერმა. 

 

ამავე თემაზე