შეიქმნება თუ არა დასავლური დაჯგუფება საპატრიარქოში - რას და როდის იქადაგებენ მღვდელმთავრები?
2018-03-08 13:01:09 · ამობეჭდვა

საქართველოს ეკლესიის მღვლდელმთავრების ბრიუსელში და ვაშინგტონში გახშირებულ ვიზიტებზე და დასავლელ დიპლომატებთან ურთიერთობაზე კომენტარს აკეთებს ეკლესიის თემაზე მომუშაველ ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა. როგორც მირცხულავა აცხადებს, ის დადებითად აფასებს მღევდელთავრების დასავლეთთან დაახლოების მცდელობას. თუმცა მისი თქმით, ჯერ-ჯერობით არ ხდება დასავლური ღირებულეების პოპულარიზაციითვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მღვდელთავრების მხრიდან. მირცხულავა ამბობს, რომ მიუხდავდა ამისა კარგია რომ საპატრიარქოში გაჩნდა დასავალური ფრთა. მისივე თქმით, დაახლოებას სამი ფაქტორი აქვს - პოლიტკური, მორალური და ეკონომიკური.

,,პოლიტიკურ ფაქტორებში ვგულისხმობ იმას რომ დასავლეთთან დაახლოება მას შედეგ დაიწყო რაც საატრირქოში რუსული ნიშნის დაკავება მოხდა - მოსკოვს საქართველოს კატალიკოს პარტიარქის ტახტზე ყავს თავისი ფავიროტი. სასულიერი პირების ნაწილი ცდილობს საზოგაოდოებას თავი წარუდგინოს როგორც საპატრიარქოს შიგნით დასავლური ღირებულებების მქონე ჯუგფმა. მიუხედავა იმის, რომ მჯერა თუ არა ამ პირების გულწრფელის მაინც პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია ეს. ამ ჯგუფის წარმოადგენელების აშშ-ში ვიზიტის შემდეგ გამოვთქვი ეჭვი რამდენად იქნებოდა რეალიზებული ის რაზეც იქ მათ ისაუბრეს. მხედველობაში მაქვს ამ მღვდელმთავრების ყოველდღიური საქმიანობა. - ქადაგებები მრევლთან მუშოაბა. უნდა გაკეთებულიყო განმრატებები დასავლური ღირებულებებსა და ფასეუულობებზე მომხდარიყო მათი პროპაგანდა. უნდა თქმულიყო რომ დასავლური ღირებულებები არ მოდის წინააღმდეგობაში ქართულ ტრადიციებთან და მართმადიდებლური ეკლესიის ღირებულებებთან. სამწუხაროდ ეს დღემდე არ გაკეთებულა,“- აცხადებს მირცხულავა ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.





გაზიარება და მოწონება