სიახლეები
ეკონომიკა
2018-03-08 11:14:07
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა, თუმცა თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი საუბრისას აცხადებს, შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია. მისივე თქმით, მგზავრებსა და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. 

"სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია, თუმცა თურქეთის მხარეს ჯერჯერობით შეფერხებით ხორციელდება გადაადგილება. მიზეზი ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია. შეფერხებით მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ. მგზავრებს და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. თურქული მხარე მხოლოდ თურქული სანომრე ნიშნით ავტომობილებს ატარებენ. ამბობენ, რომ ხარვეზი მალე აღმოიფხვრება",- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

ამავე თემაზე