სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-03-07 17:07:32
,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის გარემოების მსხვერპლი" - მეუფე გრიგოლი

მე ვერ გეტყვით ვინ რისი ჩამდენია, მაგრამ ვარაუდები ჩნდება, დეკანოზი გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხესთან მეუფე გრიგოლმა მსჯავრდებულ დეკანოზთან გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

,,მოგეხსენებათ, რომ მრევლისადმი ჩვენი მიმართვისას სწორედ რომ ვახსენეთ პრობლემა, რომელიც დეკანოზ გიოგი მამალაძეს უკავშირდებოდა, ე.წ. ციანიდის საქმეს. ბუნებრივია, რომ სურვილი გამიჩნდა შევხვედროდი და პირადად მომესმინა მისგან ის, რისი თქმაც სურს. მეორეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პატიმრის მონახულება. ეს ძალიან კეთილი საქმეა. რაც შეეხება საუბრის თემას, ეს არის სასულიერო პირსა და მორწმუნე ადამიანს შორის საუბარი, რომელიც დაცულია და პირადად მას რაიმე განცხადების გაკეთება არ უთხოვია. შესაბამისად, იმ საუბრის გამჟღავნება, რომელიც ჩვენს შორის შედგა, რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

   

ამავე თემაზე