2018-03-07 15:24:50
შსს თელავში გიორგი ქიტოშვილის დაკავების თაობაზე გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება

შსს თელავში, გიორგი ქიტოშვილისდაკავების თაობაზე გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თემურ კუპატაძე აცხადებს, პოლიციამ თელავში, მოქალაქე გიორგი ქიტოშვილის დაკავებისას, პროპორციული ძალა გამოიყენა და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა.

„მოქალაქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ის არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ, ის დააკავეს“- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

25 წლის გიორგი ქიტოშვილი პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა. დაკავებული პატრულს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. ქიტოშვილის მეგობრებმა ამის დაკავების კადრებიც გაავრცელეს.

ამავე თემაზე