სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-03-07 14:29:32
მოზარდების მკვლელობის საქმე - ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენება შეცვალა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ საქმის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა. 

"მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის დაკითხვა. ბრალდების მხარემ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვა დაასრულა. ამის შემდეგ დაცვის მხარე დავიწყებთ მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვას. ამ მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, როგორ დასრულდა. გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მან არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მან ისაუბრა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეწინაღმდეგება იმ ფაქტებს, რაზეც საუბარია გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში. ის არაერთხელ არის დაკითხული და ფაქტობრივად ყველა ჩვენებას ეწინააღმდეგება სასამართლოში მიცემული ჩვენება. ",- განაცხადა კაკაბაძემ.  

ამავე თემაზე