უნებართვო ვაჭრობაზე ჯარიმები გაიზრდება
2018-03-07 12:02:23 · ამობეჭდვა

თბილისის ვიცე-მერმის, ირაკლი ხმალაძის განაცხადებით უნებართვო ვაჭრობაზე ჯარიმები გაიზრდება. მისი თქმით, დარღვევის განმეორებაზე ჯარიმა კიდევ უფრო მეტი იქნება.

"ინიციატივა ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდას უნებართვო გარევაჭრობაზე. იმისთვის, რომ აღიკვეთოს უნებართვო გარევაჭრობა, საჭიროა საჯარიმო და სანქციების მექანიზმის გამკაცრება, ასევე საჭიროა ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.
მივიღე დავალება, რომ მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირება და საჭიროების შემთხვევაში რესურსის გაზრდა, რათა ეფექტური შედეგები მივიღოთ. განმეორებით დარღვევაზე კიდევ უფრო მეტი ჯარიმა იქნება. ფართები არსებობს, თუმცა ხდება უნებართვო ვაჭრობა და ეს უნდა აღიკვეთოს. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





გაზიარება და მოწონება