ვითიბი ბანკმა შპს პოლიმერის ახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა
2018-03-01 12:03:14 · ამობეჭდვა

ვითიბი ბანკმა შპს „პოლიმერ 1“ - ის ქარხნის გახსნა 1 200 000 აშშ დოლარით დააფინანსა. სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიცა, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. შპს „პოლიმერ 1,“ რომელიც 1985 წლიდან ეწევა საკუთარ საქმიანობას, ვითიბი ბანკისა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, პოლიეთილენის გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის შეძენა შეძლო. ახალი ქარხნის აშენება წარმოების ასორტიმენტის გაფართოების შესაძლებლობასაც იძლევა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 90 ადამიანი. წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 30 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი და საიმედო პროდუქცია.





გაზიარება და მოწონება