2018-02-23 16:54:20
საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ არც ერთი წევრი არ იმყოფება - სესიაშვილი

Washington post-ის სტატიას,  სადაც საუბარია იმაზე,რომ "ისლამური სახელმწიფოს" 50-მდე წევრი საქართველოში დაბრუნდა,   პარლამენტისთავდაცვისა და უშიშროების კომიეტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.  ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” წევრი არც ერთი პირი არ იმყოფება. დეპუტატის ცნობით, შესაბამისი სტრუქტურები ძალიან სიღრმისეულად მუშაობენ იმის დასადგენად, რამდენი ადამიანია წასული საქართველოდან “ისლამურ სახელმწიფოში”.

“ჩვენი ციფრები Washington post-ის სტატიაში მოყვანილ მონაცემებს დიდი სხვაობით არ ემთხვევა. გარდა ამისა, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო მონაცემებს ვეყრდნობით და ყურადღებას მაქსიმალურად ვაქცევთ იმას, რომ დადგინდეს, “ისლამურ სახელმწიფოში” კონკრეტულად ვინ იმყოფებოდა და ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ვის ჰქონდა. ქართული კანონმდებლობა შევცვალეთ და “ისლამურ სახელმწიფოში” გამგზავრება, მონაწილეობა და მცდელობაც კი, დასჯადი გავხადეთ.

მონაცემები მეტი სიზუსტით გვაქვს, რამდენი ადამიანია “ისლამურ სახელმწიფოში” და ვიცით, კონკრეტულად ვინ არის. ჩვენი მონაცემებით, საქართველოში არცერთი ადამიანი არ იმყოფება”, – განაცხადა დეპუტატმა.

სესიაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები საქართველოში დაბრუნდებიან, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ამავე თემაზე