2018-02-22 17:48:05
ფოთის პოლიკლინიკაში უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები ჩატარდება

26 თებერვალს ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგი კოკა გელენიძე 55 წელს გადაცილებული პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს. აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგი ჩაატარებს ბიომიკროსკოპიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, ტონომეტრიას და საჭიროების შემთხვევაში თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპიას. უფასო კონსულტაციები ფოთის პოლიკლინიკაში, გამსახურდიას ქ. 6-ში ჩატარდება. კონსულტაციების მისაღებად წარმოებს წინასწარი ჩაწერა: +995 32 255 05 05 ან *0505

ამავე თემაზე