თეატრი, როგორც კონფლიტის მოგვარების ხერხი
2018-02-22 10:18:08 · ამობეჭდვა

რამდენიმე წელია, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ირაკლი გოგია სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო ორგანზციებთან ერთად, როგორებიცაა, მაჰათმა განდის მსოფლიო ფონდი (ინდოეთი), ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტი (ნორვეგია) და მრავალარხიანი დიპლომატიის საერთაშორისო ინსტიტუტი (აშშ) ახორციელებს კოპროდუქციებს, რომლებიც კონფლიქტების მოგვარებაშია ჩართული. განხორციელებულ პროექტებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა უცხოეთში, განსაკუთრებით ინტელექტუალ წრეებში.

ირაკლი გოგიამ 2017 წლის განმავლობაში Project Create-თან ერთად გააკეთა მეტად ექსტრაორდინალური პროექტი, რომელიც გასცდა თეატრის ფარგლებს და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პოზიტიურ დიალოგს ჩაუყარა საფუძველი ხელოვნების ენაზე. ამ მეთოდის გამოყენების შედეგად ირაკლი გოგიამ ახმეტელის თეატრის სცენაზე დააყენა აფხაზი მსახიობი მართა ცვიჟბა, რომელმაც შექმნა თანამშრომლობით-თანამონაწილეობითი ტიპის პრობლემ-სოლვინგ პერფორმანსი.

ამ ინიციატივას ძალიან პოზიტიურად გამოეხმაურა ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელი, გამოჩენილი ნორვეგიელი მეცნიერი იოჰან გალტუნგი, რომელმაც მოიწერა რომ ეს არის მშვიდობის ხელოვნებაში განხორციელებული ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოები. გალტუნგი გოგიას მიერ როდრიგო ფიშერთან ერთად თანადადგმულ პიესას და როკ ჯგუფს 2+2=2 გულისხმობდა. ამ თანამშრომლობითმა გამოცდილებამ მოახდინა ის, რომ სახმრეთ კავკასიის ერებს შორის დიალოგი ძირეულად ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

იტალიელი მწერლის რაფაელა სალიერნოს აზრით, აუცილებელია გოგიას და მისი კოლეგების მიერ გაკეთებული პროექტის ინსტანტური პროეცირება აუდიტორიაზე, რადგან ამან უკვე გამოაღვიძა კონფლიქტის მოგვარების და მისი ტრანსფორმაციის ინსტიქტები მდინარე ენგურის ორივე მხარეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი გაეროს განიარაღების მოლაპარაკებებზე, ლეგენდარული ჯონ მაკდონალდი თვლის რომ Project CREATE-მა გადალახა სწორედ ის ბარიერი, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატებს არ აძლევს შემოქმედებითი აზროვნების საშუალებას. მაკდონალდი პოზიტიუად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ერთობლივი პერფორმანსის შემდგომ მოთხოვნა თანამშრომლობით მიდგომაზე გაიზარდა და უკვე ოფიციალური სტრუქტურებიც კი ჩაებნენ ამ კოფნლიქტის მოგვარებაში. ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, სოხუმის ქალაქის ერთ-ერთი ფაქტობრივი მმართველი სერიოზულად დაინტერესდა თანამშრომლობითი პროცესით და ამას სრულიად წარმოუდგენელი პოზიტიური შედეგები მოჰყვა ორხრივ ურთიერთობებში თბილისსა და სოხუმს შორის. ჯონ მაკდონალდისი აზრით Project CREATE-ის შემოთავაზებული გზა სრულიად არაჩვეულებრივი, ინოვაციური და რევოლუციურია - ამან შეიძლება დასახოს ნებისმიერი სხვა კონფლიქტის მოგვარების გზებიც. ეს სცდება მხოლოდ ტრადიციული თეატრის ვიწროდ მოხატულ ფარგლებს.

ბარსელონელმა მწერალმა, ლუის ურპინელ ი ჯოვანიმ აღნიშნა, რომ ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების ნამუშევარმა დასახა კონკრეტული იმედები, რომ დაიძლევა მსოფლიოს ბევრი კონფლიქტი, სადაც სტრუქტრული და კულტურული ძალადობა დომინირებს, მათს შორის, კონფლიქტი კატალონიაში, რომელიც დღესაც საკმაოდ პროტრაქტირებულ ვითარებაშია.

გოგია იყენებს პოსტ-ბოალის ახალ ტექნოლოგიას, რომელიც ბრუს ლევიტის და ანტონინ მარტოს ტექნოლოგიებს ეყრდნობა და ამ ხედვას ახორციელებს. გალტუნგის იდეებთან ერთად ის იყენებს ჯონ ბარტონის ცნობილ თეორიას ძირეული ადამიანური მოთხოვნილებების შესახებ და მას რთავს კრეატიულ პროცესში. ეს თავისთავად ქმნის გარღვევის შესაძლებლობას, სადაც ხელოვნება გადალახავს ტრადიციულ საზღვრებს და უკვე იწყებს ახალი პერსეფციული რეალობის შექმნას. ანუ იბსენის და ჯორჯ ბერნარდ შოუს ტრადიციებიდან გამომდინარე - ეს არტი ქმნის ახალ რეალობას. და ეს რეალობა ანგრევს იმ კედელს რომელიც 1992 წლიდან აღიმართა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

კორნელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენლის მეთიუ ევანჯელისტას აზრით, ეს არის ის მიდგომა, რომელიც 21-ე საუკუნის პოლიტიკურ პრაქტიკაში უნდა დამკვიდრდეს - ხელოვნების შემოტანა კონფლიქტების მოგვარების პროცესში. ეს არსი მომავლის გზაა.

მასალა მოამზადა ლაშა ჩხარტიშვილმა სოციალურ მედიაზე დაყრდნობით





გაზიარება და მოწონება